ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადა „ბრაიტონის“ ესპანელი მეკარის, რობერტ სანჩესის შეძენის შესახებ.
სანჩესმა ახალ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შვიდი წელი იქნება ძალაში.
გასულ სეზონში 25 წლის რობერტ სანჩესმა „ბრაიტონის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა (რვა მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი). მის ანგარიშზეა ორი მატჩი ესპანეთის ნაკრებში.