„ჩელსიმ“ „ბრაიტონიდან“ მარკ კუკურელია შეიძინა, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველი გახდა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ბრაიტონიდან“ მცველის, მარკ კუკურელიას ტრანსფერის შესახებ. მასთან 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „ჩელსიმ“ ფეხბურთელში 55 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით კიდევ შვიდი მილიონი ფუნტი დაემატება.
ეს იმას ნიშნავს, რომ 24 წლის კუკურელია ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველია ისტორიაში. ადრე ეს რეკორდი ბენჟამენ მენდის ეკუთვნოდა, რომელიც 2017 წელს „მონაკოდან“ „მანჩესტერ სიტიში“ 57.5 მილიონ ევროდ გადავიდა.
მარკ კუკურელიამ შარშან პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.