ლონდონის ჩელსი კვლავ შეეცდება თავის წამყვან ნახევარმცველ ედენ აზართან კონტრაქტის გაგრძელებას, – ამის შესახებ წერს ვებგვერდი Le10 Sport.
ჩელსისთვის ბელგიელის შენარჩუნების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რადგან კლუბს ფიფასგან აეკრძალა ორი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას ახალი ფეხბურთელების შეძენა. ამიტომაც, ლონდონელებისთვის მეტად აქტუალურია ლიდერების შენარჩუნება.
აზარის კონტრაქტი ჩელსისთან 2020 წლის ივნისამდეა ძალაში და ჯერჯერობით 28 წლის ფეხბურთელმა უარი თქვა მის გაგრძელებაზე.
ედენ აზარს მადრიდის რეალში გადასვლა სურს და მადრიდელებიც სერიოზულად არიან დაინტერესებული ბელგიელის შეძენით, მაგრამ მათგან შესაბამისი წინადადება ჯერ არ წამოსულა.