ლონდონის „ჩელსიმ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კლუბის ტექნიკური დირექტორის პოსტზე კრისტოფერ ვიველის დანიშვნის შესახებ.
ადრე გერმანელს ანალოგიური თანამდებობა ჰქონდა „ლაიპციგში“, სადაც 2020 წლის აგვისტოდან მუშაობდა. მანამდე ის იყო „ზალცბურგში“ სკაუტების განყოფილების დირექტორი, აგრეთვე სკაუტად მუშაობდა „ჰოფენჰაიმში“.
იტყობინებიან, რომ ვიველი დაუყოვნებლივ შეუდგება მოვალეობების შესრულებას.
„ჩელსი“ აშენებს ყველაზე შთამბეჭდავ პროექტს მსოფლიო ფეხბურთში და მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ვუერთდები ამ კლუბს, – განაცხადა ვიველმა, – „ჩელსის“ დიდი პოტენციალი აქვს, რათა გააგრძელოს წარმატების მიღწევა, განვითარდეს და გაიზარდოს. მოუთმენლად ველოდები ამ როლის შესრულებას“.
„ჩელსი“ ტექნიკური დირექტორის გარეშეა შარშანდელი ზაფხულის შემდეგ, როცა ეს პოსტი პეტრ ჩეხმა დატოვა.