„ჩელსიმ“ ახალ მწვრთნელთან მრავალწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ლესტერის“ მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა უახლოეს ხანში ლონდონის „ჩელსის“ ჩაუდგება სათავეში, – იტყობინება სოციალური ქსელის მეშვეობით იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, ლონდონელებმა მარესკასთან ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს – 2029 წლის ივნისამდე. ასევე, ხელშეკრულებაშია პუნქტი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ 21 მაისს, ორმხრივი შეთანხმების თანახმად, გაწყვიტა კონტრაქტი მაურიციო პოჩეტინოსთან. მისი ხელმძღვანელობით ლონდონურმა კლუბმა 63 ქულით ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
2023-24 წლების სეზონში მარესკას „ლესტერმა“ პირველი ადგილი დაიკავა ჩემპიონშიფში და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნდა.