„ჩელსიმ“ 19 წლის ბელგიელი ტალანტი 58 მილიონ ფუნტად შეიძინა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ 19 წლის ბელგიელი ტალანტი 58 მილიონ ფუნტად შეიძინა #1TVSPORT

ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველი რომეო ლავია „საუთჰემპტონიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა და ლონდონურ კლუბთან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ „ჩელსის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს.

გარიგების დეტალები არ სახელდება, თუმცა, პრესის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 53+5 მილიონი ფუნტი შეადგინა.

19 წლის ბელგიელი ფეხბურთელი „ანდერლეხტსა“ და „მანჩესტერ სიტის“ რიგებში თამაშობდა. ლავიამ 2021-22 წლების სეზონში „სიტის“ მთავარ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა „საუთჰემპტონის“ რიგებში 29-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.