ლონდონური კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდასხმის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს.
როგორც The Telegraph იუწყება, ლონდონელები ტრანსფერებისთვის 180 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ.
წყაროს ინფორმაციით სახელდება რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც „ჩელსის“ ხელმძღვანელობის ინეტერესის არეალში მოხვდა:
ტიმო ვერნერი (ლეიპციგი), ჯეიდონ სანჩო (ბორუსია), ვილფრიდ ზაა (კრისტალ პალასი), ლეონ ბეილი (ბაიერნი).
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ლიონის“ ფორვარდი უსმან დემბელე. 23 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
უსმან დემბელე „ლიონში“ 2018 წლიდან ასპარეზობს და თავდამსხმელი ფრანგებმა „სელტიკისგან“ 22 მილიონ ევროდ შეიძინეს.