„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი „ჩელსის“ ინტერესის სფეროშია და შესაძლოა, თავისი ამჟამინდელი კლუბი უკვე მიმდინარე ზაფხულს დატოვოს. ამ ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს. ბრიტანული ტელევიზიის ინფორმაციით, „არისტოკრატებს“ საყრდენი ზონის გაძლიერება სურთ.
აღსანიშნავია, რომ „ჩელსი“ რაისისთვის უცხო კლუბი არ არის, რადგან მათ აკადემიაში 2006-2014 წლებში ვარჯიშობდა, რის შემდეგაც „ვესტ ჰემის“ აკადემიაში გადაბარგდა.
რამდენიმე ხნის წინგავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაისის გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედიც არის დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა 29 მატჩი ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში, რომლებშიც ორი საგოლე პასი მიითვალა.