ლონდონის “ჩელსის” ცხრა ფეხბურთელმა შეიძლება გუნდი უახლოეს მომავალში დატოვოს, – ამტკიცებს გაზეთი The Telegraph.
საუბარია – ედენ აზარზე, ტიბო კურტუაზე, სესკ ფაბრეგასზე, პედროზე, გარი კეჰილზე, დავიდ ლუიშზე, ოლივიე ჟირუზე, კურტ ზუმასა და მიში ბატშუაიზე.
აზარმა და კურტუამ, შესაძლოა, თავად არ მოისურვონ კონტრაქტის გაგრძელება, თუ “ჩელსი” ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
ფაბრეგასის, პედროს, კეჰილის, ლუიშისა და ჟირუს კონტრაქტების ამოწურვამდე ზაფხულში ერთი წელი დარჩება, “ჩელსი” კი არ აპირებს მრავალწლიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ მოთამაშეებთან, რომელთა ასაკი 30 წელს აღემატება.
იჯარით გაშვებულ ბატშუაისა (“დორტმუნდი”) და ზუმას (“სტოკი”) ბედი მაშინ გაირკვევა, როცა ლონდონური კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება.
ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ “ჩელსის” მოუწევს 9 მილიონი ფუნტი გადაუხადოს მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს თანამდებობიდან გაშვების შემთხვევაში.
პრემიერლიგის 31 ტურის შემდეგ, “ჩელსის” 56 ქულა აქვს და რვა ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.