„ჩელსი“ „ნაპოლის“ ოსიმენის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და ორ მოთამაშეს სთავაზობს #1TVSPORT
„ჩელსი“ „ნაპოლისთან“ დიდ სატრანსფერო გარიგებაზე მუშაობს – ლონდონელები ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და ორ ფეხბურთელს სთავაზობენ, – ინფორმაციას ინგლისური პორტალი TEAMtalk-ი ავრცელებს.
„ლონდონის „ჩელსი“ ახალი სეზონისთვის თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, მათი მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენია. ლონდონელებსა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს და მხარეებმა ბოლო შეხვედრაზე სატრანსფერო ოპერაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.
ირკვევა, რომ ოსიმენის ლონდონში გადასაყვანად „ჩელსი“ დაახლოებით 60 მილიონ ევროს გადაიხდის, პლუს, იტალიელებს რომელუ ლუკაკუსა და კიდევ ერთ მოთამაშეს დაუთმობს – „ნაპოლის“ კეპა არიზაბალაგას, ტრევო ჩალობასა და ჩეზარე კასადეის შორის ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ექნება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“, ლუკაკუს გარდა, უპირატესობას იტალიელ კასადეის ანიჭებდა, ახლა კი ირკვევა, რომ ნეაპოლელების პრიორიტეტი მეკარე კეპა არიზაბალაგაა.
მოკლედ, „ჩელსიმ“ ოსიმენის ტრანსფერზე შეთავაზება გააკეთა: 60 მილიონი ევრო, პლუს ორი მოთამაშე. მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, რათა ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა უნდა მიიღოს.