ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესებულია „დორტმუნდის“ ცენტრალური ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის შეძენით, – იტყობინება „დეილი მეილი“.
გერმანული კლუბი 17 წლის ფეხბურთელს 115 მილიონ ევროდ აფასებს.
ინგლისელი 2020 წლის ზაფხულში 23 მილიონ ევროდ გადავიდა „ბირმინგემიდან“ ბუნდესლიგაში. ამ სეზონში მან „დორტმუნდის“ რიგებში 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.
ბელინგემის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.