„ჩელსი“ მაურიციო სარის გაშვებას აპირებს
„მანჩესტერ სიტისთან“ გამანადგურებელი ანგარიშით (0:6) მარცხის შემდეგ, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა განიხილავს მაურიციო სარის განთავისუფლების ვარიანტს, – ამის შესახებ წერს „სპორტ მედიასეტი“ (Sport Mediaset).
ლონდონურ კლუბში სარის შემცვლელად მოიაზრებენ ჯანფრანკო ძოლას. ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
სარიმ „ჩელსი“ 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა – მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ანტონიო კონტე შეცვალა. ამ მომენტისთვის, გუნდი მეექვსე ადგილზეა გათამაშების ცხრილში – 26 ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე 50 ქულაა.
ძოლა „ჩელსიში“ 1996-2003 წლებში თამაშობდა. მას სამუდამო მფლობელობაში აქვს 25-ე სათამაშო ნომერი.