„ჩელსი“ მარკოს ალონსოს 30 მილიონ ევროდ შეელევა
„ჩელსი“ მარკოს ალონსოს 30 მილიონ ევროდ შეელევა

ლონდონური კლუბი მზად არის, რომ მარკოს ალონსო 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს, – იუწყება Corriere dello Sport.

28 წლის ალონსოს შეძენით დაინტერესებულები არიან მილანის „ინტერი“ და მადრიდის „ატლეტიკო“.

მარკოს ალონსოს კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2023 წლის ივნისში იწურება.

მიმდინარე სეზონში, ლონდონური კლუბის შემადგენლობაში ალონსომ 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.