„ჩელსის“ მარჯვენა მცველი დავიდე ძაპაკოსტა იჯარის სახით იტალიურ „რომაში“ გადადის.
27 წლის ფეხბურთელი თავისი სამშობლოს დედაქალაქში უკვე ჩავიდა, რათა პირადი დეტალები დააზუსტოს. ძაპაკოსტა „ჩელსიმ“ „ტორინოდან“ 2017 წელს, 25 მილიონ ევროდ შეიძინა. თავის პირველ სეზონში ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდში 22 მატჩი ჩაატარა, თუმცა მომდევნო წელს მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა შემადგენლობაში, წელს კი მოდეანზე საერთოდ არ გასულა.
შეგახსენებთ ასევე, რომ სტემფორდ ბრიჯი ამ ზაფხულს დავიდ ლუისმა და გერი კეჰილმაც დატოვეს.