„ჩელსი“ ედინსონ კავანის აღარ შეიძენს
„ჩელსი“ ედინსონ კავანის აღარ შეიძენს

ლონდონის „ჩელსი“ აღარ შეიძენს „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის. ამის შესახებ ინფორმაციას „ფუტბოლ ლონდონი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, „არისტოკრატები“ მზად იყვნენ ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებული მაღალი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ურუგვაელის შეძენაზე უარი თქვა და უპირატესობა „ლაიპციგის“ ფორვარდ ტიმო ვერნერის შეძენას მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ კავანი პარიზში „ნაპოლიდან“ 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფორვარდმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.