ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესებულია „იუვენტუსის“ ფორვარდის პაულო დიბალას მიწვევით.
ამჟამად, არგენტინელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ტურინულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ლონდონელები ამ სიტუაციას აკვირდებიან და თუ ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონს ვერ შეუთანხმდება, მზად არიან დიბალას კონტრაქტი შესთავაზონ.
თავად „იუვენტუსი“ იმედოვნებს, რომ დიბალასთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს ხელშეკრულებას.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დიბალამ ერთი მატჩი ჩაატარა.