პრემიერლიგის კლუბები – „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულნი არიან „ლაიპციგის“ ფორვარდით კრისტოფერ ნკუნკუთი, – წერს ინტერნეტ-გამოცემა Foot Mercato.
ფრანგი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში „პარი სენ-ჟერმენიდან“ 2019 წელს გადავიდა. „ლაიპციგის“ რიგებში მან 94 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 30 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ნკუნკუს სატრანსფერო ღირებულება 43 მილიონ ევროდ არის შეფასებული.