პრემიერლიგის გრანდები – „ჩელსი“ და „ლივერპული“ მზად არიან კონკურენცია გაუწიონ „რეალს“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში, – წერს გამოცემა Diario Sport.
გამოცემის ინფორმაციით, ორივე კლუბი ამზადებს სოლიდურ ფინანსურ წინადადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ფრანგი არ გააგრძელებს კონტრაქტს პსჟ-სთან.
„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოსა და მბაპეს მეგობრობის იმედი აქვთ, „ლივერპულში“ კი იმედოვნებენ, რომ გარიგების განხორციელებაში დაეხმარება კილიან დედასთან კარგი ურთიერთობები.
ამასთან, არც „რეალი“ გამოთიშულა ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლიდან, თუმცა მადრიდელები არ აპირებენ ინგლისურ კლუბებზე უფრო სარფიანი წინადადების შეთავაზებას.