„ჩელსი“ მზად არის, გაყიდოს თავისი შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ 130 მილიონ ევროდ. ლონდონური კლუბი დიდი ხანი უარს ამბობდა საწყისი ფასის დაკლებაზე, რომელიც 150 მილიონ ევროს შეადგენდა. როგორც გაზეთი „სანი“ წერს, ახლა „ჩელსი“ მზად არის გაუშვას ბელგიელი უფრო ნაკლებ თანხად.
გამოცემის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ აზარს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, კვირაში 400 ათასი ფუნტი ოდენობის ხელფასით. თავად ფეხბურთელს სურს გარიგება ოთხ ივნისამდე შედგეს.
აღვნიშნავთ, რომ „ჩელსის“ აკრძალული აქვს ახალ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმება 2020 წლის იანვრამდე, რისი მიზეზიც არასრულწლოვანი ფეხბურთელების რეგისტრაციის წესების დარღვევა გახდა.
კონტრაქტი აზართან 2020 წლის 30 ივნისს იწურება.