„ჩელსი“ 18 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს 20 მილიონ ევროდ ყიდულობს #1TVSPORT
„ჩელსი“ 18 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს 20 მილიონ ევროდ ყიდულობს #1TVSPORT

„სანტოსის“ 18 წლის ფეხბურთელი დეივიდ ვაშინგტონი უახლოეს დღეებში ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება, – იუწყება ფაბრიციო რომანო. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს  და ტრანსფერის საერთო თანხა (ფეხბურთელის ბონუსების ჩათვლით) 20 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

ახალგაზრდა ბრაზილიელმა ტალანტმა არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის – „ატლეტიკოს“, „რეალისა“ და „დორტმუნდს“, მაგრამ როგორც ჩანს, ლონდონელებმა საკითხი უკვე გადაწყვიტეს. დეივიდ ვაშინგტონმა ბრაზილიის ჩემპიონატში სულ ცხრა შეხვედრა გამართა და ორი გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ Transfermarkt ახალგაზრდა ბრაზილიელ თავდამსხმელს მხოლოდ ოთხ მილიონ ევროდ აფასებს.