რაგბიში პრესტიჟული საკლუბო ტურნირების, ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალის თარიღზე ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.
როგორც ირკვევა, 2019-2020 წლების საპლეიოფო ეტაპის გასაგრძელებლად ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ ახალი გეგმა შეიმუშავა. რამდენიმე ვარიანტს შორის ყველაზე რეალურად ფინალური მატჩების ჩატარების თარიღად 17-18 ოქტობერი სახელდება. როგორც ორგანიზაციის ვიცე პრეზიენტი ვინსენ გაილარი აცხადებს, სარაგბო მატჩები აგვისტოს ბოლოს განახლდება, სექტემბრის ბოლოს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, ოქტომბერში კი ფინალურ მატჩებს მარსელში „სტად ველოდრომი“ უმასპინძლებს.
კალენდრის მიხევით, ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალები 22-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნული შეხვედრები კორონავირუსის გამო გადაიდო.
„რამენიმე სცენარზე ვმუშაობთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ფინალების 17-18 ოქტომბერს ჩატარებაა. შესაძლოა, პლეიოფის მატჩები სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართოს. ამაზე ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები პანდემიის მხრივ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ გვირჩევნია, უმაყურებლოდ ჩატარდეს დარჩენილი მტჩები, ვიდრე საერთოდ არა“, – განაცხადა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის გენერალურმა დირექტორმა ვინსენ გაილარიმ.