ქობულეთის „შუქურას” ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდი საკუთარ სტადიონს უბრუნდება.
„ქობულეთის „შუქურა“ „ჩელე არენას“ დაუბრუნდა და 29 ოქტომბერს „ცხინვალს” შინ, განახლებულ მოედანზე უმასპინძლებს” – წერია განცხადებაში.
გუნდი გასული წლიდან სხვა ქალაქებში თამაშობს, რადგან „ჩელე-არენის“ სტადიონზე უხარისხო მოედნის გამო ფეხბურთის ფედერაციამ თამაშების გამართვა აკრძალა. თუმცა, პორბლემის მოგვარება თავად სფფ-მ გადაწყვიტა და წლეულს ზაფხულში, საფარის დაგება დაიწყო.
ეს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომლის განხორციელებაც ყველაზე გვიან დაიწყეს. ამის მიუხედავად, ქობულეთის გუნდი პირველი იქნება, რომელიც ახალი მოედნით ისარგებლებს.