ჩეხეთმა შესარჩევი პლეიოფის ფინალში დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა დანია და 2006 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ჩეხები პრაღაში გამართულ შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დანიელებმა შეძლეს შეხვედრის ჯერ – დამატებით დროში, შემდეგ კი პენალტების სერიაში გადაყვანა, თუმცა „საფეხბურთო ლატარიაში“ სამი პენალტი გააფუჭეს და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.
ჩეხეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ კორეასთან ითამაშებს.
D გზა
ფინალი
ჩეხეთი – დანია 2:2 პენ. 3:1
გოლები: 1:0 შულცი (3), 1:1 ანდერსენი (72), 2:1 კრეიჩი (100), 2:2 ჰოგი (111)