ჩეხეთის სენატმა და ლიეტუვის პარლამენტმა ხმა მისცეს პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების არდაშვებას #1TVSPORT
ჩეხეთის სენატმა და ლიეტუვის პარლამენტმა ხმა მისცეს პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების არდაშვებას #1TVSPORT

ჩეხეთის სენატი და ლიეტუვის პარლამენტი ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიციას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყნის პარლამენტს – დააფიქსირონ მკაფიო უარი ნებისმიერ წინადადებაზე, ინიციატივაზე, პროექტსა თუ სხვა მოქმედებებზე, რომელიც მიმართულია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობისკენ ოლიმპიურ თამაშებზე ან სხვა საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალური ათლეტების სტატუსით“, – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა.

ასევე ვებგვერდი Inside the Games-ი აღნიშნავს, რომ ჩეხეთის სენატმა 67 ხმით 63-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმას, რომ ჩეხეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუშვას პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლა.