ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - საქართველოს ნაკრების მეტოქეს იურაშეკი გამოაკლდა #1TVSPORT
ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - საქართველოს ნაკრების მეტოქეს იურაშეკი გამოაკლდა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებთან შეხვედრებში ჩეხეთის ნაკრებს პრაღის „სლავიის“ შემტევი ნახევარმცველი მატეი იურაშეკი ვერ დაეხმარება – ინფორმაციას ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

იურაშეკმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო. ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა მის ნაცვლად ვასილ კუშეი გამოიძახა – დრეზდენის „დინამოს“ აღზრდილი 24 წლის თავდამსხმელი, რომელიც ახლა „მლადა ბოლესლავში“ თამაშობს. მას ნაკრებში მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები – შარშან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მოლდოვასთან.

ჩეხები 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 10 სექტემბერს პრაღაში უკრაინას უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის ნაკრებმა საქართველოსთან ჰამბურგის სტადიონზე ითამაშა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები – მატეი კოვარჟი („ლევერკუზენი“), იაკუბ მარკოვიჩი („ოსტრავა“), ადამ ზადრაჟილი („ჰრადეც კრალოვე“);

მცველები – ვლადიმირ ცუფალი („ვესტ ჰემი“), რობინ ჰრანაჩი („ჰოფენჰაიმი“), ლადისლავ რინეში („სპარტა“), მარტინ ვიტიკი („სპარტა“), დავიდ ზიმა („სლავია“), იაროსლავ ზელენი („სპარტა“);

ნახევარმცველები – ვაცლავ ჩერნი („რეინჯერსი“), ლუკაშ ჩერვი („პლზენი“), ვასილ კუშეი („მლადა“), ლუკაშ კალვახი („პლზენი„), ალექს კრალი („ესპანიოლი“), ონდრჟეი ლინგრი („ფეიენოორდი“), ლუკაშ პროვოდი („სლავია“), ტომაშ სოუჩეკი („ვესტ ჰემი“), პაველ შულცი („პლზენი“);

თავდამსხმელები – ტომაშ ჩვანჩარა („გლადბახი“), ადამ ჰლოჟეკი („ჰოფენჰაიმი“), ტომაშ ხორი („სლავია“), პატრიკ შიკი („ლევერკუზენი“).