ჩეხეთის ნაკრები თურქეთთან დამარცხდა და ევრო 2024-ს დაემშვიდობა #1TVSPORT
ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრების ჯგუფში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრის მე-20 ჩეხები წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა ანტონინ ბარაკს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
თურქეთის ნაკრები წინ 51-ე წუთზე გავიდა, გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუს ანგარიშზეა. ტომას სოუჩეკმა ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრა, რის შემდეგაც ჩეხეთმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტია, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
მატჩის მიწურულს, 90+4-ე წუთზე თურქეთის ნაკრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც გოლით ტოსუნმა დაასრულა.
F ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა, ხოლო მესამე საქართველოა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მერვედფინალში გავიდა.