ჩეხეთის მთავრობამ რუს სპორტსმენებს საკუთარ ტერიტორიაზე გამოსვლა აუკრძალა #1TVSPORT
ჩეხეთის მთავრობამ მოიწონა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წინადადება – აუკრძალოს ქვეყნის ტერიტორიაზე რუს სპორტსმენებსა და გუნდებს ტურნირებში გამოსვლა.
გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ თავის ათლეტებსაც აუკრძალა მონაწილეობა ტურნირებში რუსეთის ტერიტორიაზე.
აღნიშნავენ, რომ ეს წინადადება იყო სპორტული კავშირების ინიციატივა და ის მოიწონა სპორტის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ.