ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის მტკიცებით, იოზეფ ბიცანს რონალდოზე მეტი გოლი აქვს გატანილი
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ იოზეფ ბიცანს ოფიციალურ მატჩებში 821 გოლი აქვს გატანილი, შესაბამისად კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც „ნაპოლისთან“ შეხვედრაში 760-ე გოლი გაიტანა, მისი რეკორდი არ დაუმხია.
სტატისტიკური კომპანია „ოპტას“ მონაცემების მიხედვით, ბიცანს ოფიციალურ მატჩებში 759 გოლი აქვს გატანილი. მაგრამ ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია საწინააღმდეგოს ამტკიცებს, მათ გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელ ფეხბურთელს კიდევ 62 გოლი სჭირდება ბიცანის რეკორდის გასაუმჯობესებლად.
„ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის კომიტეტმა დაითვალა ლეგენდარული იოზეფ ბიცანის გატანილი გოლები და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ოფიციალურ მატჩებში მას 821 გოლი აქვს გატანილი,“ – წერია ჩეხეთის საფეხბურთო გუნდის „ტვიტერზე“.