ჩეხეთის ჩემპიონი ჯოვინოს იწვევს - ბათუმელები ბრაზილიელ ლიდერს ვერ ელევიან
ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე საქართველოს პირველ არხთან ჯოვინო ფლამარიონის მიმართ პრაღის „სლავიას“ ინტერესს ადასტურებს, მაგრამ ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში გამორიცხავს.
„ჯოვინოს გადაბირებით ჩეხეთის ჩემპიონი ნამდვიალდ დაინტერესდა. მაგრამ ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და ახლა მისი გაშვება გამორიცხულია. ამაზე არანაკლები შემოთავაზებები ზამთარში ჰქონდა, მაშინ ბელგიური კლუბები დაინტერესდნენ და მაშინაც გარკჯვევით ვთქვით, რომ ძირითადი ბირთვსი შენარჩუნება და აგძლიერება გვსურს. ასეთ დროს ჯოვინოს გაშვება გაუმართლებელი იქნება“, – ამბობს ასლან ბალაძე.
გავრცელებული ცნობით, ბათუმელთა ბრაზილიელი თავდამსხმელით ჩეხეთის ჩემპიონი და ევროპის ლიგის მეოთხედფინალისტი პრაღის „სლავია“ დაინტერესდა და მზადაა, 22 წლის ჯივონი ფლამარიონის საფასურად ბათუმის „დინამოს“ 400 ათასი ევრო შესთავაზოს. ბრაზილიელმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში 24 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა.