საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურის მატჩს ჩეხეთის ნაკრებთან მართავს.
ცნობილია გუნდების სასტატო შემადგენლობები:
ჩეხეთი: კოვარჟი – ჰოლეში, იემელკა, ბორილი – ცუფალი, ჩერვი, კრალი, ჩერნი – შულცი, კლიმენტი, ჰლოჟეკი.
მწვრთნელი: ივან ჰაშეკი
საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
არბიტრი: ა. პაპაპეტრუ (საბერძნეთი)
შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.