ჩეხეთი გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს არ უერთდება

15:59, 14.11.2018
FILE PHOTO: Czech Prime Minister Andrej Babis attends an interview with Reuters at the Hrzan's Palace in Prague, Czech Republic, July 31, 2018. REUTERS/David W Cerny/File Photo

FILE PHOTO: Czech Prime Minister Andrej Babis attends an interview with Reuters at the Hrzan's Palace in Prague, Czech Republic, July 31, 2018. REUTERS/David W Cerny/File Photo

ჩეხეთი გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს არ შეუერთდება. „მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეუერთდეს ამ პაქტს“, – განაცხადა ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა და გარემოს დაცვის მინისტრმა რიხარდ ბრაბერცმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

ჩეხეთის მთავრობის განმარტებით, მიგრაციული შეთაბხმება მკაფიოდ არ განსაზღვრავს სხვაობას ლეგალურ და არალეგალ მიგრანტებს შორის. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პოპულისტური მოძრაობა АNO-ს დამფუძნებელი, ანდრეი ბაბიში ასევე აცხადებს, რომ გლობალური მიგრაციული შეთანხმება ქვეყნის უსაფრთხოებასა და ნაციონალურ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

ჩეხეთის გარდა, გაერო-ს მიგრაციული პაქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს ავსტრიამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ავსტრალიამ და აშშ-მა.

გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმების ხელმოწერა მარაქეშში 10-11 დეკემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე იგეგმება. მიგრაციის შესახებ 34-გვერდიანი შეთანხმება საერთაშორისო მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.

მსგავსი