ჩეხეთი და დანია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპიდან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო მეოთხე საგზურს პრაღაში გაითამაშებენ ჩეხეთი და დანია.
დანიელებმა პირველ ტაიმში ვერ შეძლეს მაკედონიის კარის აღება, სამაგიეროდ, მეორე ტაიმის სტარტზე, 10-წუთიან ინტერვალში სამი გოლი გაიტანეს, აქედან ორი „ლაციოს“ ფორვარდს, ისაქსენს ეკუთვნოდა.
ჩეხეთმა კი დრამატულ მატჩში 0:2-დან შეძლო გადარჩენა და ირლანდიის პენალტების სერიაში დამარცხება.
D გზა
1/2-ფინალი
დანია-მაკედონია 4:0
გოლები: 1:0 დამსგორი (49), 2:0 ისაქსენი (58), 3:0 ისაქსენი (59), 4:0 ნერგორი (75)
ჩეხეთი-ირლანდია 2:2 პენ. 4:3
გოლები: 0:1 პეროტი (19-პენ), 0:2 კოვარჟი (23-საკ. კარში), 1:2 შიკი (27-პენ), 2:2 კრეიჩი (86)
ფინალი. 31 მარტი
22:45 ჩეხეთი – დანია