ჩეფერინი - უეფას საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთი კანდიდატია
ჩეფერინი - უეფას საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთი კანდიდატია

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი იქნება ერთადერთი კანდიდატი ორგანიზაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც უეფას ოფიციალური გვერდი წერს, მხოლოდ ჩეფერინმა შეიტანა განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც 2019 წლის 7 თებერვალს, რომში უეფას 43-ე კონგრესზე გაიმართება.

არჩევის შემთხვევაში, სლოვენიელი 2023 წლის ბოლომდე იქნება უეფას პრეზიდენტი.

ჩეფერინი ევროპის მთავარ საფეხბურთო ორგანოს 2016 წლის სექტემბრიდან უდგას სათავეში. მან პრეზიდენტის პოსტზე მიშელ პლატინი შეცვალა, რომელიც კორუპციული სკანდალის ფიგურანტი იყო.