ალექსანდრ ჩეფერინი ოთხი წლის ვადით ისევ აირჩიეს უეფა-ს პრეზიდენტად. ლისაბონში ორგანიზაციის 47-ე კონგრესზე გამართულ არჩევნებში სლოვენიელი უალტერნატივო კანდიდატი იყო.
ჩეფერინი პირველად უეფა-ს პრეზიდენტი 2016 წლის სექტემბერში გახდა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს კორუფციაში დადანაშაულებული მიშელ პლატინი.
2019 წელს ჩეფერინი მეორედ აირჩიეს უეფა-ს პრეზიდენტად და მაშინაც ის ერთადერთი კანდიდატი იყო.