ჩეფერინი გადატვირთულ კალენდარზე - მოგვიწევს ხელფასების შემცირება #1TVSPORT
ჩეფერინი გადატვირთულ კალენდარზე - მოგვიწევს ხელფასების შემცირება #1TVSPORT

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ ექსპერტი აკრიტიკებს ფიფასა და უეფას გადატვირთული კალენდრის გამო. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა უპასუხა კრიტიკას.

სლოვენიელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით მატჩების ალტერნატივა შეიძლება გახდეს მხოლოდ ხელფასების შემცირება.

„თუ ჩვენ შევამცირებთ მატჩების რაოდენობას, მაშინ მოგვიწევს ხელფასების შემცირება. სხვა გზა არ არსებობს.

იოლია ყოველთვის ფიფაზე და უეფაზე თავდასხმა, მაგრამ საქმე მარტივადაა. თუ ნაკლებს ითამაშებ, ნაკლებ თანხას აიღებ. ვინც უნდა გამოთქვას პროტესტი, ესენი არიან ქარხნის მუშები, რომლებიც თვეში 1000 ევროს იღებენ“, – განაცხადა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა როდრიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა, შეიძლება, გაფიცვა მოაწყონ გადატვირთული კალენდრის გამო.