ჩავის დებიუტი, ლივერპული-არსენალი, ინტერი-ნაპოლი - უქმეების საფეხბურთი ანონსი #1TVSPORT
ჩავის დებიუტი, ლივერპული-არსენალი, ინტერი-ნაპოლი - უქმეების საფეხბურთი ანონსი #1TVSPORT

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება და უახლოეს უქმეებზე რამდენიმე გამორჩეული მატჩია.

 

20 ნოემბერი

ლესტერი-ჩელსი (16:30)

პრემიერლიგა, მე-12 ტური

გასულ ტურში „ჩელსიმ“ პირველად დაკარგა ქულები 28 აგვისტოს შემდეგ და კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის დაუშვებელია – ამ შემთხვევაში, „სიტი“ მიუახლოვდება ლონდონელებს ქულამდე, ან სულაც გაუთანაბრდება. „ლესტერი“ პრემიერლიგაში ორი მატჩია ვერ იგებს და მე-12 ადგილამდე დაეშვა.

 

ლაციო-იუვენტუსი (21:00)

სერია A, მე-13 ტური

უცნაურია, მაგრამ ამ მომენტისთვის რომაელები „იუვენტუსზე“ მაღლა არიან გათამაშების ცხრილში. სტუმრად მოგების შემთხვევაში, ტურინელები გაუთანაბრდებიან „ლაციოს“ და მოუხლოვდებიან TOP5-ს, თუმცა მაურიციო სარის, სავარაუდოდ, განსაკუთრებული განწყობა ექნება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

 

ლივერპული-არსენალი (21:30)

პრემიერლიგა, მე-12 ტური

ეს არის პრემიერლიგის მეოთხე და მეხუთე გუნდების შეხვედრა. ბოლო ტურში „ლივერპულმა“ სენსაციურად წააგო „ვესტ ჰემთან“ და ეს „წითლების“ პირველი მარცხი იყო სეზონზე. „არსენალმა“ კი იპოვა თავისი თამაში და რვა მატჩია არ წაუგია. მოგებამ რომელიღაც გუნდს შეიძლება გზა გაუხსნას TOP3-სკენ.

 

ინტერი-ნაპოლი (23:45)

სერია A, მე-13 ტური

„მილანი“ ქულებით უთანაბრდება „ნაპოლის“, ამიტომაც, მოგებისა და ნეაპოლელთა „წაფორხილების“ შემთხვევაში, შეუძლია ლიდერი გახდეს.

 

ბარსელონა-ესპანიოლი (00:00)

ლა ლიგა, მე-14 ტური

ეს იქნება ჩავის პირველი მატჩი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში, თანაც კატალონიურ დერბიში. სამწუხაროა, რომ ამ თამაშში ვერ შედგება კიდევ ერთი ლეგენდის დაბრუნება – ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მხოლოდ იანვრიდან შეძლებს მოედანზე გასვლას. თუმცა, მის გარეშეც „ბარსელონას“ არ უნდა შეექმნას პრობლემები – ბოლოჯერ „ესპანიოლმა“ ლა ლიგას რანგში დერბი 2009 წლის თებერვალში მოიგო.

 

21 ნოემბერი

მანჩესტერ სიტი-ევერტონი (18:00)

პრემიერლიგა, მე-12 ტური

რაფა ბენიტესს დიდი პრობლემები აქვს „ევერტონში“ – გუნდი ზედიზედ ხუთი მატჩია ვერ იგებს და მე-11 ადგილზე იმყოფება. „სიტის“ საქმეები კი პირიქით, გამოსწორდა – ჩემპიონთა ლიგაზე მოუგო „ბრიუგეს“ და გაიმარჯვა მანჩესტერულ დერბიში. მოგება დაეხმარება პეპ გვარდიოლას გუნდს მეორე ადგილზე პოზიციების გამყარებაში.

 

ინტერი-ნაპოლი (21:00)

სერია A, მე-13 ტური

იტალიის მოქმედი ჩემპიონი შინ მიიღებს ლიდერს, რომელსაც ჯერ არც ერთი წაგება არ აქვს. სიმონე ინძაგის გუნდი მოგების შემთხვევაშიც ვერ გასცდება მესამე ადგილს, სამაგიეროდ, შესაძლოა დაეხმაროს მეორე მილანურ გუნდს და ჩემპიონატის ლიდერად აქციოს.