ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩავიმ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. 39 წლის ნახევარმცველმა ყატარის „ალ-სადის“ შემადგენლობაში აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ირანის „პერსეპოლისთან“ ანგარიშით 0:2 წააგო.
„ახლა, ვაპირებ გავხდე მწვრთნელი ყატარში – აქ არ არსებობს არანაირი ზეწოლა, სამაგიეროდ, შესაძლებელია გამოცდილების მიღება. მიზანი – ევროპაში დაბრუნებაა, სასურველია „ბარსაში“. ვოცნებობ გავხდე მწვრთნელი, რათა სხვებს გადავცე ჩემი გამოცდილება. გონებაში ბევრი საფეხბურთო კონცეფცია მაქვს და მინდა მათი გაზიარება“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები „20მინუტო“-ს (20minutos.es).
კარიერის დიდი ნაწილი ჩავიმ „ბარსელონაში“ გაატარა – 1998-2015 წლებში.