ჩავიმ „დორტმუნდისა“ და ბრაზილიის ნაკრების წინადადებები უარყო #1TVSPORT
ყატარის „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ორი შეთავაზება მიიღო იქამდე, სანამ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. ამის შესახებ გაზეთმა AS-მა დაწერა.
პირველი წინადადება „დორტმუნდისგან“ იყო, რომელმაც ესპანელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. დღეისთვის გერმანულ კლუბს დროებით ედინ ტერზიჩი წვრთნის. გარდა ამისა, ჩავის დაუკავშირდა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია. მან ახალგაზრდა სპეციალისტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ტიტეს ასისტენტობა და მუნდიალის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.
ჩავიმ მადლობა გადაუხადა დაინტერესებულ მხარეებს ინტერესისთვის, მაგრამ ორივე წინადადება უარყო.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ალ-სადთან“ 2023 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი, ამასთან, ხელშეკრულებაში არის პუნქტი თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, თუ ესპანელი „ბარსელონაში“ გადასვლას გადაწყვეტს.