„ბარსელონას“ ნახევარმცველს, უსმან დემბელეს დისციპლინის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს, – ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ჟორდი ბლანკო ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ დემბელემ ვარჯიშზე ზუსტად სამი წუთი დააგვიანა და ბაზაზე 8:33 საათზე გამოცხადდა, 8:30-ის ნაცვლად.
კატალონიური კლუბის ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის წესებით, ფეხბურთელი ვალდებულია, ვარჯიშის დაწყებამდე ზუსტად 1,5 საათით ადრე გამოცხადდეს ბაზაზე, ვარჯიში კი 10:00 სათზე იწყება.
ამგვარად, ჩავი ერნანდესმა მკაცრი დისციპლინის დანერგვა დაიწყო, გუნდის ერთ-ერთ წამყვანს ფეხბურთელს 3 წუთით დაგვიანება არ აპატია და ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომლის ოდენობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.