ყატარის „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, რომელიც „ბარსელონას“ დამრიგებლის პოსტზე მთავარი კანდიდატია, კონტრაქტზე მოელაპარაკა კატალონურ გუნდს, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა სრულად შეათანხმა კონტრაქტის დეტალები „ბარსელონასთან“ და უახლოეს საათებში ჩაუდგება გუნდს სათავეში.
„ბარსელონამ“ ოთხშაბათს, ლა ლიგას მე-11 ტურში 0:1 წააგო „რაიო ვალეკანოსთან“ და ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის წასვლის შესახებ გამოაცხადა.
„ბარსას“ ლა ლიგას 10 მატჩში 15 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა.