„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი, ესპანელი მწვრთნელი ჩავი ყატარში რჩება. ამის შესახებ მან საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა.
ჩავიმ ყატარულ კლუბ „ალ-სადთან“ გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი. ესპანელი ამ გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებს.
„მოხარული ვარ, რომ ვრჩები ამ დიდებულ გუნდში კიდევ ერთი წელი. გავაგრძელებთ მუშაობას მაქსიმალური მონდომებით და შევეცდები, გავამართლო ის ნდობა, რომელიც გამომიცხადეს“, – დაწერა ჩავიმ.
ესპანელის ხელმძღვანელობით „ალ-სადმა“ ორჯერ მოიგო ყატარის თასი.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ ჩავიმ მიიღო „ბარსელონას“ წინადადება და ამ სეზონის შემდეგ ის კატალონელთა მთავარი მწვრთნელი გახდება.