ჩავი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე - არგენტინა და ბრაზილია დანარჩენებზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.
„ეროვნული ნაკრებების უმრავლესობას თვალს ვადევნებ. ვხედავ, რომ არგენტინა და ბრაზილია ერთი საფეხურით მაღლა დგანან დანარჩენებზე.
მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი არაპროგნოზირებადია. ყველა გუნდი გათანაბრდა. ესპანეთი ძლიერია, საფრანგეთი და ინგლისიც კი“, – განუცხადა გაზეთ „მარკას“ ესპანელმა სპეციალისტმა.