„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჩავის მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტის“ შეუძლია ამ სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულება.
„ჩემთვის „მანჩესტერ სიტი“ საუკეთესო გუნდია მსოფლიოში ამ მომენტისთვის. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, მათ საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ მსოფლიოში.
სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ისინი ჰეთ-თრიკს შეასრულებენ“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები გამოცემა Sport-ს.
„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ შეხვდება. პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 9 მაისს გაიმართება. ინგლისის თასის ფინალში გვარდიოლას გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ასევე, „სიტი“ ლიდერობს პრემიერლიგაში „არსენალთან“ ოთხქულიანი უპირატესობით.