ჩავი „ბარსელონასთან“ ერთად აშშ-ში ვერ მიდის - ის სამჯერ არის ნამყოფი ირანში #1TVSPORT
ჩავი „ბარსელონასთან“ ერთად აშშ-ში ვერ მიდის - ის სამჯერ არის ნამყოფი ირანში #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს ირანში ყოფნის გამო.

კატალონური გუნდი უახლოეს დროში გაემგზავრება აშშ-ში წინასასეზონო ტურნეს ჩასატარებად, მაგრამ მთავარი მწვრთნელი გუნდთან ერთად არ გაფრინდება.

თავდაპირველად „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ჩავი ვერ გაფრინდებოდა „ადმინისტრაციული და საპასპორტო პრობლემების“ გამო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავის უარი უთხრეს აშშ-ში შესვლაზე იმის გამო, რომ სამჯერ იყო ირანში იმ პერიოდში, როცა ყატარის „ალ-სადში“ თამაშობდა.

ელოდებოდნენ, რომ ჩავი სპეციალურ ნებართვას მიიღებდა აშშ-ში შესვლისთვის, მაგრამ მას ბოლო მომენტში უარი უთხრეს. „ბარსელონას“ ორშაბათამდე მოუწევს მოცდა ამ საკითხის გადასაწყვეტად.