შესაძლოა, პსჟ-ს არგენტინელი ვარსკვლავი კვლავ „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, – იუწყება Marca.
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნა კარგ საფუძველს ქმნის ლიონელ მესის კატალონიურ გრანდში 2023 წლისთვის დასაბრუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელს კლუბის პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
„ბარსელონას“ ლეგენდამ, ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებს შეუერთდა.
ჩავი ერნანდესი „ბარსელონაში“ რონალდ კუმანის შემცვლელად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და კატალონიური კლუბის გულშემატკივრები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში „ბარსელონას“ 16 ქულა აქვს და მისთვის უჩვეულო, მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.