ჩავი „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ - ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ განაცხადა, რომ არ გადაიფიქრებს კატალონური კლუბიდან წასვლას სეზონის დასრულების შემდეგ. ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება.
„ჩემი გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების შესახებ არ შეიცვლება. ეს სწორი ნაბიჯია. მან სიმშვიდე მოუტანა კლუბს, მოთამაშეებსა და პრესასაც კი, ასევე, მე და ჩემს ახლობლებს… და მე არ ვცვლი საკუთარ აზრს“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები ინსაიდერ ფაბრისიო რომანოს.
ჩავიმ „ბარსელონა“ 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. კლუბთან ერთად, 44 წლის სპეციალისტმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი.