ჩავი „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ - ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კატალონიურ კლუბს დატოვებს.
„ჩემი გადაწყვეტილება, რომ სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ დავტოვო, არ შეიცვლება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ გუნდშიც სიმშვიდემ დაისადგურა, პრესაშიც და ჩემს ახლობლებს შორისაც“, – მოჰყავს ჩავი ერნანდესის სიტყვები ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს, ფაბრიციო რომანოს.
ჩავიმ კატალონიური კლუბი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. 44 წლის სპეციალისტმა „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2022/2023 წლების სეზონში) და ესპანეთის სუპერთასი (2022/2023).