„ბარსელონას“ ლეგენდა ჩავი ერნანდესი ყატარის „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჩავი „ალ-სადში“ 2015 წლიდან თამაშობდა და დასრულებულ სეზონში ყატარის ჩემპიონი გახდა. კლუბისთვის ეს მე-14 ტიტული იყო მის ისტორიაში.
39 წლის ჩავიმ თავისი გამოსათხოვარი მატჩი 20 მაისს ჩაატარა და გამოაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას იწყებს.