ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ანფერნი სიმონსი გახდა [ვოდეო] #1TVSPORT
მომდევნო 1 წლის მანძილზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო „დანქერი“ „პორტლენდის” კალათბურთელი ანფერნი სიმონსი იქნება.
სიმონსმა ჩატენვების კონკურსის პირველ რაუნდში მსაჯებისგან 46 ქულა მიიღო. მეორე რაუნდში კი 360-გრადუსიანი ბრუნვის შემდეგ ჩატენვისთვის მან 49 ქულა დაიმსახურა და ჯამში 95 ქულა დაუფიქსირდა.
სიმონსის კონკურენტ ინდიანელ კასიუს სტენლის პირველი ჩატენვისთვს 44 ქულა ერგო, მეორე რაუნდში – 37, სულ 81 ქულა.
„ნიუ იორკის“ მოთამაშე ობი ტოპინმა პირველ რაუნდში 48 ქულა დაიმსახურა. მეორე რაუნდში მას მხოლოდ 34 ქულა ესაჭიროებოდა ფინალში გადასასვლელად. საბოლოოდ მან 46 ქულა მიიღო და საუკეთესო „დანქერის“ ტიტულისთვის ფინალში ერთმანეთს ობი ტოპინი და ანფერნი სიმონსი შეხვდნენ.
საბოლოოდ გადამწყვეტ რაუნდში თავი უკეთ სიმონსმა წარმოაჩინა და გახდა პირველი კალათბურთელი „პორტლენდიდან“ ვინც ჩატენვების კონკურსი მოიგო.