ჩიკაგოში, რამდენიმე საათის წინ, ყველა ვარსკვლავის კვირეულის ფარგლებში, ჩატენვების, სამქულიანი ტყორცნებისა და ტექნიკის დემონსტრირების კონკურსები გაიმართა.
ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას წელს „მაიამის“ ფორვარდი დერიკ ჯონსი, „ლეიკერსის“ ცენტრი დვაიტ ჰოვარდი, ორლანდოელი აარონ გორდონი და „მილუოკის“ კალათბურთელი პეტ კონოტონი იღებდნენ.
საუკეთესოს ტიტულისთვის საბოლოოდ დერიკ ჯონსი და აარონ გორდონი დაუპირისპირდნენ. „მაიამის“ ფორვარდმა მინიმალური უპირატესობით 198-197 გაიმარჯვა, თუმცა ბევრი თვლის, რომ გამარჯვება გორდონს უნდა მოეპოვებინა.
ჯონსის გამარჯვება არ ესიამოვნა და ძალიან გაუკვირდა თავად გორდონს
„ვინ მართავს ამ შოუს? მიმაჩნია, რომ გამარჯვება მე უნდა დამრჩენოდა! – ასეთი კომეტარი გააკეთა აარონმა კონკურსის დასრულების შემდეგ.